LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე თავისი სიმღერების საბავშვო ვერსიებს გამოუშვებს

როგორც ჩანს, მეორე ორსულობა ბიონსეს შემოქმედებაზე აისახა. ლეიბლმა Rockabye Baby, რომელიც საბავშვო ძილისპირულების კრებულებს უშვებს, ბიონსეს ახალი დისკის გამოსვლა დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ ალბომს „Lullaby Renditions Of Beyonce“ ერქმევა და მასში ვარსკვლავის ცნობილი ჰიტების საბავშვო ვერსიები შევა.

აღსანიშნავია, რომ ბიონსეს თაყვანისმცემლების რიცხვში ყველა კატეგორიის ადამიანები შედიან, ამიტომ საბავშვო ფირფიტა, სავარაუდოდ, საკამაოდ პოპულარული და მოთხოვნადი იქნება.