LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი მეორე შვილის გაჩენას გეგმავს

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ადელმა განაცხადა, რომ კარიერაში ხანგრძლივი პაუზის აღებას გეგმავს. მაშინ მან მიზეზად ვაჟიშვილი, ანჯელო დაასახელა, რომელიც მალე სკოლაში მიდის და რომლის აღზრდაში ადელს აქტიურად სურს მონაწილეობა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ პერიოდში ადელი კიდევ ერთი შვილის გაჩენასაც გეგმავს. უკანასკნელ კონცერტებს ბრიტანელი მომღერალი 2017 წლის ივლისში გამართავს, ამის მერე კი დამსახურებულ შვებულებაში გავა.