LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბატარეა, რომელიც 1 კვირა გაგიძლებთ (ვიდეო)

თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ტექნოლოგიური განვითარების გარეშე. სხვადასხვა გაჯეტისა თუ ელექტრონული მოწყობილობის პრეზენტაციას უკვე ჩვეულებრივად ვუყურებთ. გაოცება და მოულოდნელობისგან განცვიფრებული სახეები თანდათანობით გაქრა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობიდან. მიზეზი ერთია – ელვის სისწრაფით განვითარებადი ინდუსტრია, რომელიც მცირედ შანსსაც კი არ უტოვებს ადამიანს, რაიმეთი გაოცდეს.

მიუხედავად უამრავი მოწყობილობისა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციითა და ფორმით იქცევს ადამიანების ყურადღებას, მათი ენერგიის წყარო კვლავ ტრადიციულ ტექნოლოგიებზეა დამყარებული. საქმე შეეხება ბატარეებს. პირველი Li-ion ტიპის ბატარეა 1991 წელს იაპონური კომპანიების Sony-სა და Asahi-kasei-ს კოლაბორაციით შეიქმნა. ტექნოლოგია დღევანდელობას აშკარად ჩამორჩება, რადგან მისი მაქსიმალური სიმძლავრე, თანამედროვე მოწყობილობების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

 

 

2016 წლის 11 ივლისს, ჩინურმა კომპანიამ Xinhua, წარმოადგინა ახალი ტიპის ბატარეა – გრაფინი. მათი მტკიცებით, ბატარეის ეს ტიპი 200-ჯერ მეტ ენერგიას ინახავს და 12-ჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ძველი Li-ion ტექნოლოგია. საგულისხმოა, რომ ბატარეის ამ ტიპის დამუშავება ამჟამადაც მიმდინარეობს. ბაზარზე მისი აქტიურად გამოყენებისთვის საჭიროა უსაფრთხოების მაქსიმალურად შემოწმება.

გრაფინის ბატარეები კარბონის ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ ნივთიერების მთავარი უპირატესობა უსაფრთხოება და ენერგიის შენახვაა. აქვე უნდა აღინიშნოს ყველაზე მთავარი რამ – მიუხედავად Li-ion ბატარეების სწრაფი-დამუხტვის ტექნოლოგიისა, გრაფინის ბატარეები მოძველებული ტექნოლოგიისგან გასნხვავებით, 20-ჯერ უფრო სწრაფად, არც მეტი არც ნაკლები (4000 მილიამპერ/საათი ტევადობის) 15 წუთში იმუხტება.

წარმოდგინეთ, მობილური ტელეფონი, რომელიც 0%-დან 100%-მდე 15 წუთში იმუხტება, ხოლო მისი ენერგია აქტიური მუშაობის რეჯიმში 6 დღეს, ხოლო ლოდინის რეჟიმში ნახევარ თვემდე ჰყოფნის. ნამდვილად არაა შორს ეს რეალობა. გრაფინის პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც ბეიჯინგში, მისი პრეზენტაცია მოაწყო, გვპირდება, რომ 2018 წლის ბოლოსკენ, სმარტფონებში აღნიშნული ტიპის ბატარეების გამოყენება ტრენდული გახდება.