მსახიობმა ბენ სტილერმა თავის კოლეგებს მიბაძა და იორდანიაში მდებარე სირიელი დევნილების ბანაკები მოინახულა. „ეს ძალიან რთული პრობლემაა. უკვე იმდენად აღარ გვადარდებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალეპოში ბავშვები იბომბებიან, რადგან ეს ყველაფერი ყოველდღიურობაა. როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს დისტანციურად? მე, ბენ სტილერმა ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცოდი, მაგრამ დევნილებთან ურთიერთობის შედეგად რეალური პრობლემა გავიგე“, – განაცხადა მსახიობმა.
ჟურნალ Time-ში სტილერის ავტორობით ესეც გამოქვეყნდა, სადაც იმ ადმიანებზე ყვება, რომლებიც ბანაკში პირადად გაიცნო. მსოფლიო ლიდერებს ვარსკვლავმა იორდანიისა და იმ ქვეყნების თანადგომისკენ მოუწოდა, რომლებიც ამ ადამიანებს იფარებენ.
„ვიმედოვნებ, რომ ოდესმე სახეში შევხედავთ მათ, ვისიც გვეშინია“ – განაცხადა სტილერმა.
