ლედი გაგას სუპერბოულზე გამოსვლა საუკეთესოდ შეაფასეს. განსაკუთრებული აღტაცების საგანი კი მისი „გადმოფრენა“ გახდა, რომელმაც ბევრს პინკის ტურნე მოაგონა, სადაც მან ასევე აკრობატული ნომერი მოამზადა და დამსწრე აუდიტორია აღაფრთოვანა.
მომღერალმა თავის ოფიციალურ გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვაც გაავრცელა: „მოდით, შევწყვიტოთ დავა იმაზე, რომელი ჯობდა, თორემ შორს წავალთ. ნუ მადარებთ ლედი გაგას. ის მოწოდების სიმაღლეზე იყო, მისი ხმა ძლიერი და ლამაზი იყო, მისი ჩაცმულობა და ქორეოგრაფია კი ნამდვილად აღფრთოვანების ღირსია. მივულოცოთ ქალს, რომელმაც ამ სიმაღლიდან გადმოხტომა გაბედა. მერე რა, რომ მე პირველი გადმოვხტი? ჩვენზე ადრე ცირკის აკრობატები და პიტერ პენი დაფრინავდნენ!“ – დაწერა მომღერალმა.
