LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან“ – მადონამ აყვანილ ტყუპებზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ხმები იმის შესახებ, რომ მადონა მალავიდან შვილების აყვანას გეგმავდა, პრესაში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, თუმცა პოპ-დედოფალი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა. ახლა კი, როდესაც ყველანაირი იურიდიული საკითხი მოგვარებულია, თავის მიკრობლოგზე მან ოფიციალური განცხადება გააკეთა:

„ოფიციალურად ვადასტურებ,  რომ მალავიდან ტყუპების შვილად აყვანის პროცესი დასრულებულია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა“, – დაწერა მადონამ „ინსტაგრამზე“ და პატარების ფოტო გააზიარა.

I can officially confirm I have completed the process of adopting twin sisters from Malawi and am overjoyed that they are now part of our family. I am deeply grateful to all those in Malawi who helped make this possible, and I ask the media please to respect our privacy during this transitional time. Thank you also to my friends, family and my very large team for all your support and Love! ✈️✈️♥️♥️

A photo posted by Madonna (@madonna) on


შეგახსენებთ, რომ 4 წლის სტელასა და ესთერის ფოტო მადონამ რამდენიმე თვის წინაც გააზიარა, როდესაც გოგონები ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ. როგორც გაირკვა, მომღერალი შვილად აყვანის პროცესისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

ლურდესი ტყუპებთან ერთად