LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiorino Cargo – ტევადი და მოქნილი

კომერციული ავტომობილი Fiat Fiorino Cargo კომპაქტური ექსტერიერითა და ფართო სალონით, უპირველეს ყოვლისა ეკონომიურობით გამოირჩევა.

ეს არის მინი ვენი თქვენი ბიზნესისთვის, რომელიც მორგებულია ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და საცობებს.

1.4 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით, ეს მოდელი წუთში 77 ცხენისძალას გამოიმუშავებს. მისთვის დასაშვებია ნახევარ ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა.

ფიორინო კარგოს მაქსიმალური სიჩქარე 157 კილომეტრი საათშია, ხოლო რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, ეს კომერციული ავტომობილი 100 კილომეტრზე საშუალოდ 6.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

ფიორინო კარგო ფიატის ცენტრში შეგიძლიათ 9 900 ევროდ შეიძინოთ. ამ ეტაპზე ცენტრში თეთრი ფერის ავტომობილებია წარმოდგენილი. ამ მოდელებზე 5 წლიანი გარანტია მოქმედებს, მანამ სანამ მათი გარბენი 150 000 კილომეტრს არ მიაღწევს.

ცენტრში წარმოდგენილი ფიორინო კარგო აღჭურვილია ABS–ით, ავტომობილის დინამიურობის კონტროლით, საჭის ჰიდროგამაძლიერებლით, მწეველთა პაკეტითა და კონდინციონერით.

გადაცემის ჩანაწერი