LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა იაშაღაშვილი: ”გერმანელებმა ჩემს მუსიკას რელაქსაცია უწოდეს”

Ardaidardo.Ge

გადაცემას რადიო დუეტი” გოჩა იაშაღაშვილი ესტუმრა.


მოგვიყევით თქვენს შესახებ?

მივესალმები რადიომსმენელებს, ყველას სიკეთეს ვუსურვებ. ჩემი შემოქმედებითი აქტივობა მრავალნაირია, მე და ჩემს შვილს გვქონდა კონცერტები გერმანიაში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში…
საქართველოშიც მყავს მენეჯერი, ის მირჩევს ხოლმე როგორ უნდა მოვერგო ქართულ რეალობას.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვაგრძელებ ტურნეს ჩემს ქალიშვილთან ერთად, რომელიც აპრილში დასრულდება. მარტში სამი კონცერტია დაგეგმილი, შესაძლოა დაემატოს კონცერტები.


ძირითადად სად ხართ ხოლმე?

გერმანიაში, საქართველოში წელიწადში ორჯერ თუ მოვახერხებ ჩამოსვლას. ოჯახის წევრები ერთმანეთს ვსტუმრობთ ხოლმე.


ახალ სიმღერაზე მოგვიყევით…

ხვიჩა მაღლაკელიძესთან ერთად ვასრულებ, შეიქმნა გერმანიაში. ერთ-ერთმა ახლობელმა ისრაელიდან მთხოვა სიმღერა დამეწერა. როცა დასრულდა სიმღერა, მივხვდი, რომ დუეტი გამოვიდა,
ვუთხარი იმ ადამიანსაც, რომ დუეტი უნდა გაგვეკეთებინა, ჩემმა ინკოგნიტო მენეჯერმა კი მირჩია, რომ ერთნაირი ტემბრი გვაქვს და არ ღირდა ჩაგვეწერა. მე მას დავუჯერე და ჩავწერეთ მე და ხვიჩა მაღლაკელიძემ. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. სიმღერას ქვია ”შნო”, იგავ-არაკული სიმღერაა. თუ გაქვს შნო, იყავი ერთგული და მოსიყვარულე. მინდა ვისურვო, რომ ადამიანებს ამ სიმღერის მოსმენის ხალისი ექნებათ საქართველოში, ხომ ვხედავ, საქართველოში ადამიანები შიმშილის პირას არიან…


კლასიკურ მუსიკასაც წერთ…

გერმანელებმა ჩემს მუსიკას რელაქსაცია უწოდეს, რადგან დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და გამაჯანსაღებელ ცენტრებში ფსიქოლოგებთან ერთად თანამშრომლობა შემომთავაზეს. ნიუნბერგში ვცხოვრობ და აქ მოხდა სწორედ ეს შემოთავაზება. სავარაუდოდ გავაკეთებ აუდიო ჩანაწერებს და მათ მივაწვდი, რადგან საავადმყოფოებში სიარულის სურვილი არ მაქვს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მზადდება ფილმი ყაზბეგზე, მას გიორგი შერმაზანაშვილი იღებს. გიორგის უკვე რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული, რომელიც იტალიის ტელევიზიით ტრიალებს და სწორედ მისი ფილმისთვის დავწერე საუნდტრეკი.


რამდენი წელია გერმანიაში ხართ?

21.


ვინ ესწრება ხოლმე თქვენს კონცერტებს?

ქართველები, რუსები, გერმანელები, იაპონელებიც კი…


უსმენთ ხოლმე გერმანიაში ”არ დაიდარდოს”?

ეს არის ჩემი საყვარელი რადიო, თქვენი გულშემატკივარი ვარ და როდესაც მეძლევა საშუალება და მაქვს თავისუფალი დრო, ინტერნეტის საშუალებით ყოველთვის გისმენთ.

გოჩა იაშაღაშვილი & ხვიჩა მაღლაკელიძე – შნო

AudioGOCHA IASHAGASHVILI XVICHA MAGLAKELIDZE – SHNO


გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiogochaiashagashvili24

ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge