LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩარირამადან” გავაცოცხლეთ ეს სიმღერა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ბენდი ”მუცო” ესტუმრა.


როდის დაარსდა ბენდი, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევიკრიბეთ და მას შემდეგ ვცდილობთ წინ წავიდეთ. ბენდში შვიდი წევრი ვართ. პროდიუსერი და ბენდის ხელმძღვანელი არ გვყავს, ჩვენ თვითონ ვცდილობთ მოვახერხოთ ყველაფერი.


სულ რამდენი სიმღერა გაქვთ?

საავტორო სიმღერა ჯერჯერობით სამი გვაქვს. ”მუცოს” სიმღერების ავტორი ჩვენი მეგარმონე ნიკა გამეზარდაშვილია, ბექა ხუციშვილი კი პოეტია და ლექსებს ის ქმნის.  ფოლკლორულ
ჟანრში ვმოღვაწეობთ და ცოტა ჩარჩოებში გვიწევს ყოფნა. სხვადასხვა ჟანრის სიმღერებსაც ვასრულებთ, თუმცა ფოლკი ძალიან გვიყვარს.


სადმე თუ მღერით?

კვირაში ორჯერ რეპეტიცია გვაქვს, სახლში გვაქვს მოწყობილი სტუდია. ამ მომენტისთვის სტაბილურად არც ერთ რესტორანში არ ვმღერით. ვმონაწილეობთ კორპორატიულ საღამოებზე.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რვა სტუდიური ჩანაწრი უკვე გვაქვს, ორი დამუშავების პროცესშია და ამის შემდეგ ალბომის გამოშვება გვინდა. მათ შორის არის დუეტი შენთანაც, თაკო.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ეს არის ”აჭარული”, მახო რეხვიაშვილთან ჩაიწერა. ქართული ფილმიდან ”ჩარირამადან” გავაცოცხლეთ ეს სიმღერა. გომარ სიხარულიძეა სიმღერის ავტორი.



ჯგ. მუცო – აჭარული


AudioMutso – Chechnuri

 



გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

Audioansmuco24

ჯგ. მუცო – რას შოვდა (რაჭული). Live

ჯგ. მუცო – სვანური. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge