გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ავთანდილ ჩადუნელი, ანსამბლ „უშბასთან“ ერთად ესტუმრა.
ავთო, როგორც ვიცი, დღეს ახალი სიმღერით გვესტუმრეთ.
გადავწყვიტე, რომ ძველი სიმღერების კრებული გამეკეთებინა და ამაში ანსამბლი „უშბა“ – ტარიელ ჩადუნელი, გიორგი ბირკაძე და ავთანდილ გელაშვილი დამეხმარნენ. ახალი ნამუშევრის დამზადების იდეა სხვათაშორის „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში დაიბადა. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ძველი სიმღერები ახლებურად ვიმღერეთ და ხალხს ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პოპური ჩაგვეწერა. სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში დამზადდა და არანჟირებაც ცირამ გაუკეთა.
საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მადლობა „არ დაიდარდოს“. ასე რომ, მანებივრებთ, თქვენი დახმარებით ჩემს მსმენელს ხმას ვაწვდენ. მადლობა ანსამბლ „უშბას“, ცირა ბზიშვილს, ციური გელაშვილსა და ყველას ვინც გვერდში მიდგას და ჩემი საქმის კეთებაში მეხმარება. ვცდილობ არ გავჩერდე და უკანასკნელ წელიწადში უკვე 8 სიმღერა ჩავწერე. სამომავლოდ ალბათ უკვე ალბომზეც ვიფიქრებ.
რას გვეტყვით ახალ სიმღერაზე?
ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერა „რა ლამაზია, რა მშვენიერია ზეცა“, რომელიც პოპურის სახით გავაკეთე. ანუ ძველი სიმღერები ახლებურ ვერსიადაა წარმოდგენილი. უფრო ზუსტად კი ორი სიმღერა გავაერთიანე. ეს ის სიმღერებია, რომლებიც ბავშვობიდან მახსოვს, მიყვარს და მინდოდა რომ გამეკეთებინა. იმედია, უახლოეს მომავალში სიმღერის სატელევიზიო პრემიერაც შედგებაა.
ავთო ჩადუნელი – რა ლამაზია რა მშვენიერია ზეცა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ავთო ჩადუნელი & ტრიო “უშბა” – დედა. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
