ფატი, როგორც ვიცი, დღეს შენი პირველი სიმღერის პრემიერით გვესტუმრე.
ჩემი ახალი სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც მე დავწერე. ქალბატონი ციური მჭედლიძე არის ჩემი ვოკალის პედაგოგი და ძალიან დამეხმარა, რომ ეს სიმღერა მართლაც კარგი გამოსულიყო. გვერდში დგომისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი.
რამდენი წელია, რაც საკუთარ სიმღერებს წერთ?
სიმღერებს ბავშვობიდან ვწერ, სტუდიური ჩანაწერების გაკეთება კი მხოლოდ ერთი წელია რაც დავიწყე. ახალი სიმღერა ბადრი ფილიშვილის სტუდიაში დამზადდა. მინდა, დიდი ამდლობა გადავუხადო ალუდა ჯანაშვილს, მუსიკოსებს, ისინი ძალიან დამეხმარნენ. ასევე მადლობა ზვიად თოთიაურს, გიორგი ქემერტაძეს და რა თქმა უნდა, „არ დაიდარდოს“. მიხარია, რომ ჩემი პირველი სიმღერის პრემიერა სწორედ აქ შედგება.
საინტერესოა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ბოლო პერიოდში ძალიან გავაქტიურდი, რაშიც ჩემი მეგობრები, მეუღლე ძალიან მეხმარებიან. როგორც უკვე გითხარით, ბოლო ერთი წელია სტუდიაში ვმუშაობ და ახალ სიმღერებს ვწერ. დღეს ერთ-ერთი ნამუშევრის – „მინდა გიყვარდე“ -ს პრემიერა შედგება. სიმღერა ჩემს ახლობელს მივუძღვენი. როგორც წესი, საკუთარ თავზე არ ვმღერი ხოლმე, სიმღერებსაც სხვების ემოციებზე ვწერ. უკვე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი.
ფატი ბროლაშვილი – მინდა გიყვარდე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფატი ბროლაშვილი – მახსოვს ის ზაფხული. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
