LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”თეატრონი” ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფი ”თეატრონი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: ლია ბარბაქაძე, ხათო ჭაკნელიძე, ნინო მამულაშვილი, რუსიკო ტომარაძე მაიკო ხაჭაპურიძე და მარი გოლიაძე. ჯგუფის ხელძღვანელი კი ლელა გოლიაძე გახლავთ.


გაგვაცანით ”თეატრონი”?

”თეატრონი” 9 წლის წინ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა, დავამთავრეთ თეატრალური უნივერსიტეტი. რეპერტუარი მრავალფეროვანი გვაქვს და ვირგებთ სხვადასხვა ჟანრს. სამი წლის წინ ცხრანი ვიყავით, ახლა კი ექვსი დავრჩით. ამდენი წელი რომ ერთად ვართ, ეს ბევრს ნიშნავს.


ვინ არჩევს სიმღერებს ”თეატრონისთვის”?

ერთობლივად ვმუშაობთ, ხელმძღვანელიც არჩევს, ჩვენც ვარჩევთ. ერთი დისკი გვაქვს გამოშვებული, რომელშიც 21 სიმღერაა შესული – ფოლკლორი და საგალობლები. ამის შემდეგ
დავიწყეთ უცხოურ რეპერტუარზე მუშაობა, აქაც 20-25 სიმღერა უკვე გვაქვს.


კონცერტებს თუ მართავთ?

გასულ წელს ბათუმში პიაცაზე, მუსიკალურ ცენტრში და თბილისში ”ზაზანოვაში” გვქონდა სოლო კონცერტები, ექსკლუზიური პროქეტის ”მომღერალი მიმტანების” ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელიც ნანა მესხი გახლავთ, ჩვენს რეპერტუარში მისი რამდენიმე სიმღერაც არის. გასულ ზაფხულს ბაქოშიც გახლდით, ფესტივალის გახნაზე, ვგეგმავთ კიდევ კონცერტებს, თუმცა ახლა არ დავკონკრეტდები.


რამდენად ახერხებთ თქვენი საქმიანობით თავის რჩენას?

მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ”მომღერალი მიმტანების” პროექტი უკვე მესამე წელია ძალიან კარგად მუშაობს.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ზაფხულის დასაწყისში მივემგზავრებით ფესტივალზე საზღვარგარეთ, რომელსაც არ დავასახელებთ. ჯერჯერობით გარკვეული საკითხებია კიდევ მოსაგვარებელი და წასვლამდე
აუცილებლად კიდევ მოვალთ და მოგიყვებით. მთლიანად ამაზე ვართ გადართულები. ვრეპეტიციობთ აქტიურად.


ვისაუბროთ პოპურზე, რომელის პრემიერაც ახლა შედგება…

პოპური სხვადასხვა ცნობილი სიმღერისგან ავაწყვეთ, ხშირად გვჭირდება ასეთი სიმღერები. ლევან ძაგნიძემ, ჩვენმა მეგობარმა გვაჩუქა არანჟირება, მოსკოვიდან გამოგვიგზავნა, ჩვენ ხმები გავუგზავნეთ. ჩაიწერა ”შამო” სტუდიაში. დანარჩენი ყველაფერი ლევანს ეკუთვნის. ეს ჩვენთვის განსხვავებული ჟანრია და ძალიან მოვიხდინეთ. სატელევიზიო პრემიერა ტელეკომპანია ”იბერიას” ეთერში გვქონდა, რადიო ექსკლუზივი კი ”არ დაიდარდოს” ეკუთვნის.

ანს. თეატრონი – პოპური


AudioANSTEATRONI – POPURI

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioRadio Dueti. Ans. Teatroni

ანს. თეატრონი – გაზაფხულდა აყვავილდა ნუში. Live

ანს. თეატრონი – სიაჰამბა (აფრიკული ფოლკლორიდან). Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.GeArdaidardo.Ge