LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა შანშიაშვილი ედსელ გომესთან ერთად ახალ ქართულ სიმღერაზე მუშაობს (ვიდეო)

Ardaidardo.Ge

ნუცა შანშიაშვილი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება, სადაც ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში ახალ ქართულენოვან სიმღერაზე მუშაობს. მისი სახელწოდებაა „როცა დადნება თოვლი“.


კომპოზიციაში ნუცა შანშიაშვილს აკომპანემენტს ცნობილი პიანისტი ედსელ გომესი გაუწევს. პუერტო რიკოელი ჯაზპიანისტი 2007 წელს „გრემიზე“ იყო ნომინირებული კუბური მუსიკის ალბომისთვის. მისი არანჟირებით გამოიცა დი დი ბრიჯვოთერის „გრემის“ მფლობელი ალბომი „To Billie With Love“.

ეს არ არის ერთადერთი ქართული სიმღერა, რომელსაც ნუცა შანშვიაშვილი „გრემის“ მფლობელ მუსიკოსთან ერთად ჩაწერს. როგორც თავად დაწერა, საუბარი რამდენიმე ქართულენოვან კომპოზიციაზეა.