LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილის კონცერტი ნეაპოლში გაიმართება

Ardaidardo.Ge

მერაბ სეფაშვილი სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ქართველი ემიგრანტებისთვის ბოლო დროს ხშირად მართავს კონცერტებს. 9 აპრილს ქალაქ ნეაპოლში დაგეგმილია მისი კონცერტი კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძესთან ერთად. კონცერტი დღის ორ საათზე დაიწყება და ნეაპოლის თეატრ „ტრიანონში“ გაიმართება.


კონცერტს სოცქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველებისგან გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ქართველი წერს, რომ 10 წელია, იტალიაში ცხოვრობს და პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი შემსრულებლის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ბილეთის ფასი 20 ევროა.

Ardaidardo.Ge