
„ჩემი ცოლის დაქალების“ დაბრუნება ცალსახად ტრიუმფალური გამოდგა – სოცქსელში ყოველი მეორე პოსტი მხოლოდ ამ სერიალს და იმ ორ სერიას ეძღვნებოდა, სადაც ნორა გაბისკირიას პანაშვიდებია ნაჩვენები. მეგრელების წეს-ჩვეულებები, რომლებიც სერიალშია წარმოდგენილი, ზოგ შემთხვევაში – გაზვიადებულად, ზოგან კი რეალობას შეესაბამება, სოცქსელში მთავარი სალაპარაკო თემაა. გამორჩეულად მაყურებლები ორი მსახიობის, ნანუკა გულუას (დოჩი ალიშბაია) და დათო კვირცხალიას (გრიშა კაკაჩია) სამსახიობო პერფორმანსებს აქებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობი მეგრელია და ინტერვიუებშიც აღნიშნავენ, რომ როლების შექმნისას მათ თავიანთი გამოცდილება ამ მხრივ ძალიან დაეხმარათ. დოჩი ალიშბაიას მეგრული მონოლოგი 5000-იან კაციან ქელეხზე ინტერნეტჰიტი გახდა. ასევე სიურპრიზი გამოდგა ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის დაბრუნება, რომელიც ახალ სეზონში მღვდელი იქნება. როგორც ბახვა ბრეგვაძე აღნიშნავს „ფეისბუქზე“, სადაც გიორგი ბახუტაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა გადაღებიდან, მღვდლის პერსონაჟი გაცილებით ადრე იყო ჩაფიქრებული, ვიდრე „ციანიდის“ ამბები მოხდებოდა. ვრცლად (ფოტოები)
