გადაცემას ”რადიო დუეტი” კვარტეტი ”მუხამბაზი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: მერაბ ვარდოსანიძე, თაზო ჯანაშვილი, მიხეილ მარკოზია და სერგო აბაზაძე.
როგორ განწყობაზე ხართ?
”არ დაიდარდოში” ვინც მოდის, ყველა ბედნიერია. ”მუხამბაზი” არის ანსამბლი, თუმცა ამჟამად კვარტეტის სახით ვართ წარმოდგენილნი.
სამომავლო გეგმები როგორია?
”მუხამბაზი” ეკა თევზაძისა და ქეთი გაბისიანის სიმღერებზე მუშაობს. სიმღერები რომ დაგროვდება, გვინდა დისკის გამოცემა და საპრეზენტაციო კონცერტის გამართვა.
რომელი სიმღერა მოგვიტანეთ?
ნატო გელაშვილის ”შემიყვარდა ერთი გოგო”-ს ახლებური ვერსია ჩავწერეთ.
პაუზა გქონდათ…
კი, პაუზა გამოგვივდა. ჩვენი ანსამბლის წევრი, ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა ამის გამო ვიყავით გაჩერებულები. ის ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელიც გახლდათ. ახლა ”მუხამბაზში” ყველა ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას.
კვარტეტი მუხამბაზი – შემიყვარდა ერთი გოგო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კვარტეტი მუხამბაზი – დეკემბერი. Live
კვარტეტი “მუხამბაზი” – მუხამბაზი (შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია). Live
კვარტეტი “მუხამბაზი” – მეფის ქალი. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
