გადაცემას ”რადიო დუეტი” თათია კენჭიაშვილი ესტუმრა.
როგორ ხარ, დათოსგან განსხვავებით იღიმი?
კარგი განწყობით მოვედი, მივესალმები სრულიად საქართველოს. მე და დათო ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
”არ დაიდარდოს” ეთერში რამდენიმე სიმღერა ტრიალებს შენი შესრულებით…
გავაგრძელებ აქტიურობას, ნამდვილად არ გავჩერდები. ერთ თვეში კიდევ ერთი ახალი სიმღერა იქნება მზად, რომლის ავტორიც მე ვარ. დათოს სიმღერებისგან განსხვავებით, ჩემი ყველა
სიმღერა პოზიტიურია.
ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?
ამ ჯერზე პირველად ჩემს მეუღლეს მოვასმენინე, თუმცა ზოგადად პირველად ყოველთვის დათოს ვასმენინებ ხოლმე.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
მახო რეხვიაშვილია სიმღერის ავტორი, ტექსტი კი მე მეკუთვნის. ჩაიწერა ჩვენს სტუდიაში. დათო გვერდით მიდგას ყოველთვის, სურს, რომ არ გავჩერდე და ვიაქტიურო. სიმღერა ჩემს არაჩვეულებრივ მეუღლეს ეძღვნება, ის არის ჩემი მთავარი მოტივი.
გილოცავ მესამე შვილის შეძენას…
პატარა ქეთო მეყოლა. აუცილებელია საქართველოს გამრავლება და არც აქ ვაპირებ გაჩერებას. იმღერეთ, იცეკვეთ და იყავით პოზიტიურად. ცხოვრება ძალიან კარგია.
დუეტს ხომ არ გეგმავთ შენ და დათო?
ჯერ არა. თუმცა ვფიქრობდით და შემდეგ გადავიფიქრეთ.
თათია კენჭიაშვილი – ამოვა დღეს მზე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
