LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო 30 მარტს გაიმართება

Ardaidardo.Ge

30 მარტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს. მის სიმღერებს, რომლებიც უამრავმა ადამიანმა შეიყვარა, ახალგაზრდა თაობის მომღერლები შეასრულებენ. მათ შორის არიან აჩიკო ნიჟარაძე, ოთო ნემსაძე, დათუნა მგელაძე, ლიზა ყენია, ნინი ბადურაშვილი, თემო საჯაია და სხვები.


საღამოს სახელწოდებაა – „ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს – მამუკას“. თავად კომპოზიტორი მხოლოდ ერთ სიმღერას შეასრულებს.

მომღერლები ამ საღამოს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. ნინი ბადურაშვილი და თემო საჯაია მამუკა ჩარკვიანს შინ ესტუმრნენ და მოგვიანებით, კომპოზიტორთან ერთად გადაღებული ფოტოები სოცქსელში ატვირთეს. რეპეტიციები საკმაო ხანს გაგრძელდა. მამუკა ჩარკვიანმა შემსრულებლებს სრული თავისუფლება მისცა.

საღამო 20:00 საათზე დაიწყება.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge