LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელის კონცერტი 31 მარტს გაიმართება

Ardaidardo.Ge

დათო გომართელი ის შემსრულებელია, რომელსაც ყველაზე მეტი კონცერტი აქვს თბილისურ კლუბებსა და რესტორნებში. მისი რეპერტუარიც, რომელიც საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია, ძალიან მოსწონს ქართველ მსმენელს.


დათო მორიგ კონცერტს „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ გამართავს. საღამო 31 მარტს ჩატარდება. მომღერალი აპირებს, შეასრულოს როგორც თავისი ძველი და ნაცნობი ჰიტები, ასევე ახალი
სიმღერებიც.

„ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა შემსრულებელს და მართავს მათ მუსიკალურ საღამოებს.

Ardaidardo.Ge