LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე 22 აპრილს სოლო კონცერტს გამართავს

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” სტეფანე მღებრიშვილი ესტუმრა.


”დამიბრუნდი”-ს ახლებური ვერსია ჩაწერე, რატომ შეაჩერე არჩევანი?

ავთო ბადუაშვილს ეკუთვნის მუსიკა, ტექსტი კი ჩემია, ძალიან დიდი ხნის წინ ჩაიწერა. ცოტა ხნის წინ ”ბუდა ბარში” მქონდა სოლო კონცერტი, ამ სიმღერით გავხსენი საღამო და მივხვდი, რომ ხალხს ძალიან მოეწონა, ბისზეც მოითხოვეს. რაღაც სიმღერებთან მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუმცა ამჯერად ხალხმა გამოიწვია ეს ფაქტი. ”ბრავო რეკორდში” ჩაიწერა, მადლობა ამ სტუდიას, იმიტომ, რომ ყოველთვის გვერდით მიდგას. ვიდეორგოლი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, მე არ ვმონაწილეობ, ეს ჩემი იდეაც იყო.


კონცერტი გექნება მალე…

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პროექტში ვარ, მათ შორის იქს-ფაქტორში, მაინც ვგეგმავ კონცერტის გამართვას. ჯერ ქასთინგის მეოთხედია და სამი ფავორიტი უკვე მყავს. ვარ აზერბაიჯანელი მომღერლის პროდიუსერი, ის სუპერ ვარსკვლავია, თბილისში შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. აზერბაიჯანში სპეციალურად ააშენეს ევროვიზიისთვის საკონცერტო დარბაზი ”კრისტალ ჰოლი” და სწორედ აიგუნ კაზიმოვა იქნება პირველი, ვინც სექტემბერში კონცერტს გამართავს. რაცშეეხება 22 აპრილს ჩემს კონცერტს, ”მუზამემ” გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ჩემი კონცერტი,
ბილეთები უკვე იყიდება, SPACEHALL-ის სცენაზე ლაივი ელოდება მსმენელს.


სამომავლო გეგმები როგორია?

ვმუშაობ ძალიან საინტერესო დუეტზე. მთლიანად კონცერტზე ვარ გადართული და ვახერხებ, რომ ძალების მობილიზაცია გავაკეთო.


სტეფანე – დამიბრუნდი

AudioSTEPANE – DAMIBRUNDI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioswiopa123

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge