გადაცემას ”რადიო დუეტი” თამარ ალადაშვილი ესტუმრა.
ვარ ძალიან კარგ განწყობაზე, ორი ახალი სიმღერა მოგიტანეთ. ვშრომობ დაუღალავად. როგორც იცით, ვხელმძღვანელობ ბავშვთა ანსამბლ ”თორდას”. უკვე ოთხი წელია რაც ანსამბლი არსებობს.
ჩატარებული გვაქვს ორი სოლო კონცერტი, ერთი მათგანი ჩემი დისკის პრეზენტაცია იყო, წელსაც ვგეგმავ ჩემი დისკის საპრეზენტაციო კონცერტს, რომელში მონაწილეობას რა თქმა უნდა ”თორდაც” მიიღებს.
ერთ-ერთ სიმღერას, რომელსაც დღეს მსმენელი მოისმენს ჰქვია ”იასამნები”, მოგვიყევი მის შესახებ?
შეიქმნა ორი წლის წინ. მებრძოლი განწყობით მაქვს დაწერილი… ეძღვნება ერთ კონკრეტულ ადამიანს.
რა ხდება ”თსუ გორდელაში”?
დიდი მზადებაა 10 წლის იუბილესათვის. 15 მაისს დაიგეგმა სოლო კონცერტი.
სამომავლო გეგმები როგორია?
მე და ნათია ქოროღლიშვილმა გადავწყვიტეთ დუეტი ჩავწეროთ და მივუძღვნათ ქართველ ემიგრანტებს.
კიდევ ერთი სიმღერა, ”ესეც გაივლის”…რა გაივლის?
მონატრება გაივლის, დადგება დრო, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება. ველი დიდ გაბრწინებას. ერთი თვე არ არის, რაც დაიწერა ეს სიმღერა. ტექსტისა და მუსიკის ავტორი მე ვარ. არანჟირება ეკუთვნის ზაზა გოჩიტაშვილს.
თამუნა ალადაშვილი – ესეც გაივლის
თამუნა ალადაშვილი – იასამნები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
