LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სერზე მიდის სამი მგელი”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ქეთი ორჯონიკიძე ესტუმრა.


ახალი სიმღერით გვესტურე, მოგვიყევი მის შესახებ?

დამირეკა ბატონმა ზაზა შენგელიამ და მითხრა, რომ არის სიმღერა და კომპოზიტორს სურს, რომ შენ იმღეროო. რომ მოვისმინე სიმღერა, თავიდან ვერ მივხვდი, რა შუაში ვიყავი. ჯანო
ჯიქიძეს ეკუთვნის მუსიკა, ტექსტის ძირითადი ნაწილი არის ხალხური. ეთნო ბლუზის მიქსია. ჩაიწერა ”ბრავო რეკორდსში” ალეკო ბერძენიშვილთან. სატელევიზიო პრემიერასაც ვგეგმავ. ”სერზე მიდის სამი მგელი” – ასე ჰქვია სიმღერას. უდარდელი სიმღერაა.


სამომავლო გეგმები როგორია?

ვწერ სხვა სიმღერებსაც. ქავერები კარგია, თუმცა, თუ მომღერალს აქვს პრეტენზია, უნდა ჰქონდეს საკუთარი ნამუშევარი. ჩემს ევროპული სტილის მუსიკას ვარგებ ქართულ ტექსტებს. სხვა
მომღერლებისთვისაც და ჩემთვისაც ვწერ ინგლისურ და რუსულ ენოვან ტექსტებს. იმ ჟანრის მუსიკას, რასაც მე ვმღერი, ნაკლებად უხდება ქართული ტექსტი, თუმცა მგონია, რომ გამოდის…


ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?

იმედი მაქვს, რომ იქნება. დაახლოებით 7-8 სიმღერა მაქვს მზად, ველოდები მუზას, რომ კიდევ მივამატო სიმღერები. ძირითადად ინგლისურ ენოვანი სიმღერები მაქვს, ალბომშიც ძირითადად საავტორო სიმღერები შევა. ყველაზე ხშირად ”ბრავო რეკორსთან” ვთანამშრომლობ.


კონცერტებში თუ იღებ მონაწილეობას?

საქველმოქედო კონცერტი ბევრია, ჩვეულებრივი კონცერტები კი ბევრი არ არის.  ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტო ”კატრინთან” და მათთან ერთად ხშირად გვიწევს მე და მარკუს მეტრეველს საზღვარგარეთ კონცერტების გამართვა. როგორც კი ალბომისთვის ყველა სიმღერა მზად იქნება, იმედი მაქვს სოლო კონცერტსაც გავაკეთებ.


რომელი კომპოზიტორის სიმღერას შეასრულებდი?

ძირითადად თავად კომპოზიტორებისგან მოდის შემოთავაზება. ახლა ვცდილობ ჩემი თავი განვავითარო.



ქეთი ორჯონიკიძე – სერზე მიდის სამი მგელი

AudioQETI ORJONIKIDZE – SERZE MIDIS SAMI MGELI

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audioketoorjonikidze

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge