მიუხედავად მუდმივად სკანდალებში ყოფნისა, ჯასტინ ბიბერი პოპულარობას არ კარგავს – ამაზე მოწმობს უკანასკლნელი ტურნეს, Purpose-ის წარმატებაც, რომლის შედეგადაც ბიბერმა 200 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
მსოფლიო ტურნე ჯასტინმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ბიბერმა ჯამში 122 კონცერტი გამართა, რომლისთვისაც 2,2 მილიონი ბილეთი გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრის მონაცემებით, ბიბერის ქონებრივი მდგომარეობა 225 მილიონი დოლარით შეფასდა.
