LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგი აზალიამ ცეკვით 7 კილოგრამი დაიკლო

ავსტრალიელმა მომღერალმა იგი აზალიამ განაცხადა, რომ თავისი ახალი მუსიკალური კლიპის „Mo Bounce“  გადაღებებისთვის მოსამზადებელ პერიოდში 7 კილოგრამი დაიკლო. „გადაღებების წინ დიეტას ვიცავდი, რადგან ვიცოდი, რომ თითქმის შიშველს ცეკვა მომიწევდა. ძალიან ბევრი რეპეტიცია მქონდა და 7 კილოს დაკლება შევძელი“, – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ რადიოში სტუმრობის დროს.

აღსანიშნავია, რომ აზალია ვიდეოში ტვერკინგს ცეკვავს, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, მეგობარმა ასწავლა.

„Mo Bounce“ – მეორე სინგლია აზალიას ალბომიდან „Digital Distortion“, რომელიც მიმდინარე წელს გამოვა.