LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რაც უფრო შორს ხარ” – ზაზა ჭინჭარაული სტუმრად არ დაიდარდოში

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ზაზა ჭინჭარაული ესტუმრა.


ჩვენთან უკვე სამი სიმღერა ჟღერს შენი შესრულებით და მსმენელი კარგად გიცნობს…

საინტერესო ჯერჯერობით არაფერი ხდება, შემოქმედებაში გარკვეული პაუზები მაქვს ხოლმე. სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული და ასე გადის დრო…


მღეროდი ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან…

ბატონი რობერტის სტუდია იყო და დღემდე არსებობს. შემდეგ კვარტეტი ჩამოყალიბდა, რომელსაც ”ბარძიმი” დაერქვა, თუმცა, ესეც პასიურია ჯერჯერობით.


რამდენი სიმღერაა შენს რეპერტუარში?

არ ვიცი, მაქვს ჩემი სტუდია, სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია დავჯდე და რაიმე დავწერო. ნამდვილად არ მახსოვს რამდენი სიმღერა მაქვს.


ძალიან გამსგავსებ ჯეისონ სტეტჰემს…

ხშირად მამსგავსებენ დიახ, სასიამოვნოა, ნიჭიერი ადამიანია.


როგორია შენი სამომავლო გეგმები?

გაწერილი არაფერი მაქვს, სტაბილური შრომითი პერიოდები მაქვს მუსიკალურადაც და სამსახიობო მიმართულებითაც. გარკვეული გეგმები მაქვს, თუმცა არ გავახმაურებ. ძალიან იკლო კონცერტების რაოდენობამ. მარტო მუსიკოსი ვერაფერს შეძლებს, მას არ უნდა უწევდეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მუსიკოსმა მუსიკა უნდა აკეთოს, პროდიუსერმა პროდიუსინგი უნდა გააკეთოს…


სამომავლო გეგმები როგორია?

ჩემს ფიქრებში და გონებაში გარკვეული გეგმები მწიფდება, თუმცა არ ვისაუბრებ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ამ სიმღერაზე მონახაზი ერთი წლის წინ გავაკეთე, თუმცა ამ დრომდე მისი დასრულება ვერ მოვახერხე. ლექსი ეკუთვნის გალაქტიონ ტაბიძეს, მუსიკის ავტორი მე ვარ. ჩაიწერა ”ფორტუნა რეკორდსში” გიორგი დათიაშვილთან. ვგეგმავ სატელევიზიო პრემიერასაც. ”რაც უფრო შორს ხარ” – ასე ჰქვია სიმღერას.

ზაზა ჭინჭარაული – რაც უფრო შორს ხარ 

AudioZAZA CHINCHARAULI – RAC UPRO SHORS XAR

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti-Zaza Chincharauli

ზაზა ჭინჭარაული – რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს. Live

 

ზაზა ჭინჭარაული – მზე ჩასულა ვინ იტიროს. Live

ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge