LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”როდესაც ვახერხებ ახალი სიმღერის ჩაწერას, მინდა მთლიანად შევფუთო და ჰქონდეს ვიდეორგოლიც”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ვერიკო ტურაშვილი ესტუმრა.


მიხარია, რომ გვესტუმრე…

მადლობა, რომ მომიწვიეთ. ტრადიციად მაქვს ქცეული, რომ პირველად სადაც ჩემი ახალი ნამუშევარი მიმაქვს, ეს არის ”არ დაიდარდო”.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

”რომ შემეძლოს” – ასე ჰქვია სიმღერას. ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს, ტექსტის ავტორიც ის არის. სიმღერა მაიამ დიდი ხნის წინ დაწერა, როდესაც თავის გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა. წლების განმავლობაში ის არავის უმღერია. მაიკო ჩემი მეგობარია, ჩემი შვილის ნათლიაა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. მე მას მუსიკალურად ვენდობი და ის თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო პერიოდია ძირითადად მხოლოდ მის სიმღერებს ვწერ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიმღერას, სპონტანურად მოხდა, ვფიქრობდი რეპერტუარის განახლებაზე, მაიკო ჩემთან იყო სახლში და გაახსენდა, რომ არსებობს ეს სიმღერა და არავის უმღერია. ძალიან მალე გადაწყდა, რომ მემღერა, ბორიკო შხიანია არანჟირების ავტორი და ჩაიწერა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში.


კლიპიც გადაიღე…

გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ალბომის გამოშვებას და ძალიან იშვიათად გამოგვდის რეპერტუარის განახლება, ამიტომ როდესაც ვახერხებ ახალი სიმღერის ჩავწერას, მინდა მთლიანად შევფუთო და ჰქონდეს ვიდეორგოლიც. რა თქმა უნდა, ყველა სიმღერაზე არ გამოდის, არ არის ადვილი კლიპის გადაღება. სიმღერა ერთი წლის წინ ჩაიწერა და მეც თაროზე მქონდა შემოდებული მანამ, სანამ კლიპის გადაღება ვერ მოვახერხე. დახურული პრემიერა მქონდა რამდენიმე დღის წინ. როგორც გამოხმაურების მიხედვით ვხვდები, ყველას ძალიან მოეწონა. მიუხედავად იმისა, რომ სევდიანი ადამიანი არ ვარ, ასეთი სტილის სიმღერები უფრო უხდება ჩემს ხმას. სატელევიზიო პრემიერა გია ჯაჯანიძესთან შედგება. ხარისხიანი პროდუქცია ძვირი ჯდება, კლიპი გადაიღო ”სტატუს სტუდიომ”, მათთვის ეს პირველი ვიდეო კლიპია. რეჟისორი არის ანტონ თათვიძე, რაც შეეხება სპონსორს, როდესაც მოვასმენინე ეს სიმღერა, იმდენად მოეწონა, რომ ანტონმა თავად მოიძია ფინანსებიც.

ვერიკო ტურაშვილი – რომ შემეძლოს 

AudioVERIKO TURASHVILI – ROM SHEMEDZLOS

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti-Veriko Turashvili

ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.GeArdaidardo.Ge

Ardaidardo.GeArdaidardo.Ge