ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის შეხვედრა წუხელ ღამე 11 საათისთვის დასრულდა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. იგი და ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.
რა თემაზე შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და მიტროპოლიტ დიმიტრის შორის, ცნობილი არ არის. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის აჭარაში დაგეგმილ შეხვედრებს შორის ერთ-ერთი იყო მიტროპოლიტთან შეხვედრაც. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.
