წესების თანახმად, კოსტიუმების წვეულება Met Gala-ზე ყველაზე თამამი ავანგარდული ჩაცმულობაც დასაშვებია. ბევრი ვარსკვლავი სწორედ ამ დღისთვის ცდილობს, საკუთარი სექსუალურობა და სხეული წარმოაჩინოს.
გთავაზობთ გუშინდელი საღამოს გამორჩეულად სექსუალურ ქალბატონებს:
ჯიჯი ჰადიდი
მოდელმა უპირატესობა Tommy Hilfiger-ის კაბას მიანიჭა და ღონისძიებაზე საბედისწერო ქალის იმიჯით გამოცხადდა. ჰადიდი წითელი ხალიჩის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი იყო.
ბელა ჰადიდი
ეპატაჟი არც ჯიჯის დას, ბელას დავიწყებია – ლამაზმანი ულტრასექსუალურ ჩაცმულობაში გამოცხადდა, რომელიც კომბინეზონს წარმოადგენდა. ბელა ჰადიდმა ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად სექსუალური ლამაზმანის იმიჯი დაიმსახურა.
სტელა მაქსველი
თეთრი კაბა ღრმა ჭრილით, რომელიც ალაგ-ალაგ გამჭვირვალე დეტალებით იყო გაფორმებული – Victoria’s Secret-ის „ანგელოზი“ ძალიან მიმზიდველი იყო.
ლილი ოლრიჯი
Ralph Lauren-ის თეთრ ჩაცმულობას მოდელმა პიკანტურობა წითელი ბოტფორებით შესძინა, სახეზე კი პირბადე გაიკეთა.
კენდალ ჯენერი
მეტალის ბადე-კაბამ, ღრმა დეკოლტეთი და ჭრილით გვიჩვენა, რომ კიმ კარდაშიანის უმცროსი და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია.





