მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკში ტრადიციულად კოსტიუმების წვეულება Met Gala გაიმართა, რომელსაც თანამედროვე შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა წამყვანი სახე დაესწრო.
47 წლის ჯენიფერ ლოპესი და 41 წლის ალექს როდრიგესი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდებიან, თუმცა მათი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია. მომღერალმა ბოიფრენდი Met Gala-ოფიციალურად წარადგინა.
საღამოს თემა იაპონელი დიზაინერის, რეი კავაკუბოს შემოქმედება იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ლოპესმა უარი თქვა ღონისძიების ტრადიციულ დრეს-კოდზე და საღამოზე Valentino-ს ჰაეროვან, ცისფერ კაბაში გამოცხადდა.
პირველად, ოფიციალური წყვილის სტატუსით Met Gala-ზე სელენა გომესი და The Weeknd გამოჩნდნენ. სელენას ბრენდ Coach-ის თეთრი, ფერადი კრისტალებით გაწყობილი კაბა ეცვა.
საღამოს გამორჩეული წყვილი ჟიზელ ბუნდჰენი და ტომ ბრედი იყვნენ. ბრაზილიელ სუპერმოდელს „სტელა მაკარტნის“ ვერცხლისფერი კაბა ეცვა, ზურგზე ღრმა ჭრილით, რომელიც მის უნაკლო სხეულს უსვამდა ხაზს.
