„კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ კინოგაქირავებაში 25 მაისს გამოვა, ორლანდო ბლუმმა კი უკვე მეექვსე ნაწილის შესახებ ისაუბრა.
„ამ დღეებში, როდესაცLego-ს მაღაზიაში მივედით, ჩემმა შვილმა არა კოსმოსური ხომალდი, არამედ მეკობრეების გემი მოითხოვა“, – განაცხადა 40 წლის ბლუმმა ერთ-ერთ ინტერვიუში. „დარწმუნებული ვარ, რომ Disney კიდევ ერთ ნაწილს გადაიღებს. მე მითხრეს, რომ ამისი შანსი დიდია“.
მსახიობი დარწმუნებულია, რომ ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე ეპიზოდი წინა ნაწილებზე წარმატებული იქნება. ორლანდოს თქმით, მან უკვე უყურა ფილმს და ის ფანტასტიურია.
