LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დიდი გული ჩავდეთ, თვითონ სიმღერა ბომბია”

Ardaidardo.Ge

გადაცემას “რადიო დუეტი” გია კორკოტაშვილი და დავით ნეფარიძე ესტუმრნენ.


დღეს თქვენი დაბადების დღეა დათო, გილოცავთ…

45 წლის გავხდი, წლებს ვერ ვგრძნობ და არ მაწუხებს.


დუეტი ჩაიწერეთ…

დათო: – თითქოს ჩვენთვის არის დაწრილი. ოთარ რამიშვილია ავტორი. დღეს, ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა სიმღერის დასრულებაც, სულ ცხელ-ცხელი მოვიტანეთ ”არ დაიდარდოში”. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გელა უგრეხელიძეს, ის ნამდვილ ქართულ საქმეს ემსახურება. მან აიღო თავის თავზე სიმღერის პრემიერა. ვგეგმავთ კლიპის გადაღებასაც.

გია: – ”ეგ თვალები” დავარქვით, მიშა რამიშვილმაც გვითხრა, რომ ასე ქვია ამ სიმღერას. ”არ დაიდარდოში” პირველად ვარ სტუმრად და ვიტყვი, რომ ”არ დაიდარდომ” დროს გაუძლო, დროზე გაიმარჯვა. როდესაც ”არ დაიდარდოს” ჭიდაობა დაიწყო, მაშინ სხვა რადიოები მგლებივით იყვნენ. რადიო ძალიან მენატრება, რადიო ჩემია.


ვისი იდეა იყო თქვენი დუეტი?

გია: – მეგობრები ვიყავით შეკრებილები და ერთ-ერთმა მათგანმა გიტარაზე ჩამოკრა ეს სიმღერა, ძალიან მომეწონა, გენიალური მისამღერია. ჩამყაყებული და დაობებული მისამღერები აღარ შემიძლია. ხანდახან სულსა და გარემოში ოაზისი უნდა გავიკეთოთ, რომ დავისვენოთ. ამიტომაც დაგვებადა მე და დათოს აზრი, რომ ერთად გვემღერა. ჩვენ ძია ოთართან ახლო ურთიერთობა გვქონდა და ვიცით ამ ადამიანის ამოსავალი წერტილი რა იყო, იყო ძალიან დიდი მაჟორი. ძალიან დიდი გული ჩავდეთ, თვითონ სიმღერა ბომბია. ყველაზე ბევრი რომა გიორგაძემ გააკეთა, არ არის საქართველოში ბევრი პროფესიონალი, ვინც ეს თემა კარგად იცის, სწორედ მან გააკეთა არანჟირება, რომამ ”დაგლიჯა”, ისეთი ”ცოცხლები” ჩაწერა და ისეთი ”მიბმები” გააკეთა. რომასთან ჩავწერეთ.


სამომავლო გეგმები როგორია?

დათო: – ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, დუეტებს ჩავწერ და აუცილებლად გესტუმრებით.

გია: – ფილმში ვიღებ მონაწილეობას, რუსეთიდან მაქვს მოწვევა.


დათო ნეფარიძე & გია კორკოტაშვილი – ეგ თვალები

AudioDATOKORKOTATVALEBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiodatonefaridzekorkota

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge