LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი და სალომე ბაკურაძე ნეაპოლში კონცერტს მართავენ

Ardaidardo.Ge

ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი და სალომე ბაკურაძე იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, კონცერტს გამართავენ. ამის შესახებ ბანერი გვაუწყებს, რომელიც მცირე ხნის წინ გამოჩნდა სოცქსელში. ღონისძიება ერთ-ერთ თეატრში გაიმართება. მომღერლები თავიანთ ტრადიციულ რეპერტუარს შეასრულებენ. მათ კონცერტში ქართველი ემიგრანტებიც მონაწილეობენ.


ბოლო პერიოდში ქართველი შემსრულებლების ნაწილი ხშირად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მართავს კონცერტებს. ამჯერად ნოდიკო, სალომე და თიკა ნეაპოლში მცხოვრები თანამემამულეებისთვის იმღერებენ. კონცერტი 14 მაისს გაიმართება თეატრში „ტრიანონი“.

Ardaidardo.Ge