პერის ჰილტონმა გადაწყვიტა, კიმ კარდაშიანის კონკურენტი გახდეს თამამ ფოტოებში. მან გამოაქვეყნა თეთრეულში გადაღებული ფოტო და განაცხადა, რომ შოუ-ბიზნესის ყველაზე სასურველი ქალების რეიტინგის დატოვებას არ აპირებს.
ფოტოზე, რომელიც პერისმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა, მისი მკვეთრად გაზრდილი ფორმები ჩანს. ჰილტონების იმპერიის 36 წლის მემკვიდრემ მკერდის ოპერაცია ცოტა ხნის წინ გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ პერისი და მისი ბოიფრენდი კრის ზილკი მიმდინარე წლის ბოლომდე იქორწინებენ.

