მოდელი კენდალ ჯენერი ინდურ Vogue-ში გამოჩენისთვის გააკრიტიკეს. ლამაზმანმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, რომლის ავტორიც ლეგენდარული მარიო ტესტინო გახდა. გადაღებები ჯაიპურში მიმდინარეობდა.
ჯენერის გამოჩენამ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა. მათი აზრით, კაილის ადგილას ინდოელი მსახიობი ან მოდელი უნდა ყოფილიყო.
ადგილობრივებს ისიც არ მოეწონათ, რომ ჯენერმა Vogue India-ს ფოტოები საკუთარ „ინსტაგრამზე“ არ განათავსა, როგორც ამას სხვა დროს აკეთებს ხოლმე.


