მიუხედავად ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის სტატუსისა, ლეონარდო დიკაპრიო ბროდვეის სპექტაკლზე არ დაუშვეს. მიზეზი დაგვიანება გახდა. შედეგად მსახიობს აივანზე განკუთვნილი ადგილი შეხვდა, პარტერში კი მისი ადგილი ცარიელი დარჩა.
ვარსკვლავს სპექტაკლზე „A Doll’s House, Part 2“ 15 წუთით დააგვიანდა, თუმცა მკაცრი განაწესის გამო, გამონაკლისი არც იმიტომ დაუშვეს, რომ ის ლეონარდო დიკაპრიო იყო.
ამ ყველაფერს მსახიობის ხასიათზე დიდად არ უმოქმედია და დადგმის დასრულებას მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა.
