LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი მომღერალია

მას შემდეგც, რაც ადელი მუსიკალურ სარბიელზე გამოჩნდა, ის მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებს ყველანაირ რეიტინგში. ცოტა ხნის წინ ის 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარ მომღერლადაც დაასახელეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში მან 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.

შესაბამისი რეიტინგი გამოცემამ The Sunday Times გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კი, ყველაზე მდიდარ მუსიკოსებს შორის ადელი მე-19 ადგილზე განთავსდა. პირველ პოზიციას პოლ მაკარტნი იკავებს, მეორეს ენდრიუ ლოიდ ვებერი, მესამეს კი ჯგუფი U2.