ინდოეთმა გადაწყვიტა მთლიანად უარი თქვას შიდა წვის ძრავზე და ელექტრომობილებზე გადავიდეს. როგორც შახტებისა და ნახშირის წარმოების მინისტრი პიიუშ გოიალი აცხადებს, 2030 წლისთვის ქვეყანაში არცერთი ბენზინის ან დიზელის ძრავიანი ავტომობილი აღარ გაიყიდება. ამის შესახებ Independent-ი წერს.
განცხადება მინისტრმა ინდოელი მეწარმეების ყოველწლიურ სესიაზე გააკეთა. აქვე თქვა ისიც, რომ 2-3 წლის განმავლობაში ელექტრომობილების განვითარებას სახელმწიფო მხარს დაუჭერს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ინდოეთმა ჩინოსნების ავტომობილებზე მანათობელი ციმციმების გამოყენებაზეც თქვა უარი.
ასეთ გადაწყვეტილებებს ინდოეთი ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებით ხსნის. ცნობილია, რომ ქვეყანაში 2,3 მილიონი ადამიანი ჰაერში მავნე ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის გამო იღუპება.
