LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში პირველი ბიოშთანთქმადი ავტომობილი შექმნეს

ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსოფლიოში პირველი ბიოშთანთქმადი ავტომობილი შექმნეს. პროექტი კომპანია TomTom-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

ავტომობილს Lina დაარქვეს, მის კონსტრუქციაში გამოიყენება სელის ბოჭკო, რომლის სხვადასხვა კუთხით ერთმანეთზე დადებაც ისეთ სტრუქტურას იძლევა, რომელიც სიმყარით კარბონს, ან ალუმინს არ ჩამოუვარდება.

მოძრაობაში ავტომობილი ელექტროძრავს მოყავს, თუმცა მისი მახასიათებლები არ ვრცელდება. გამომგონებლები მხოლოდ აზუსტებენ, რომ სიახლემ პირველი ცდები გაიარა, თუმცა ველოსიპედზე სწრაფად არ გაადადგილდება. ახლა შემქმნელები საერთო სარგებლობის გზებზე ”ლინას” გამოცდის შესაძლებლობას ელიან, ამისთვის საჭიროა ავტომობილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ნაციონალურმა ადმინისტრაციამ შეამოწმოს.

ავტორები ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიური ავტომობილი შექმნეს.