LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა კიდევ მოითმინე გულო -ახლებური ვერსია

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” მარიამ ყიფიანი ესტუმრა.


სიმღერა ცოტა სევდიანია…

ეს არის დუეტი დათო ხუჯაძესთან ერთად. ერთმანეთს საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე შევხვდით და გადავწყვიტეთ ერთად გვემღერა. მარიკა კვალიაშვილის სიიმღერაა, ტექსტი დოდო
გვიშიანს ეკუთვნის, საუბარია სიმღერაზე ”ცოტა კიდევ მოითმინე გულო”. ჩაიწერა პაატა სილაგაძის სტუდიაში, არანჟირება პაატამ დათოსთან ერთად გააკეთა.


გეგმავ, რომ გააგრძელო ამ სფეროში მოღვაწეობა?

დიახ, ვგეგმავ უფრო აქტიურად ჩავწერო სიმღერები. ეს არ არის ჩემი პირველი სიმღერა, პირველად ”თეატრალურის კვარტეტთან” ერთად ჩავწერე. აქამდე ალბათ სიზარმაცე მიშლიდა ხელს, ეხლა მოტივირებული ვარ.


უსმენ ხოლმე ”არ დაიდარდოს”?

ავტომობილში რადიოს ნაკლებად ვუსმენ, ჩემი კრებული მაქვს, რომელსაც ვუსმენ. თუმცა ძალიან დადებითად ვარ თქვენს მიმართ განწყობილი.


როგორც ვიცი ბავშვობიდან მღერი?

დედა მატარებდა ხოლმე ჯერ მაცაცო სეფისკვერაძესთან, რუსო ბახტაძესთან, ნატო მეტონიძესთან და მეგი კახნიაშვილთან, თუმცა დიდი შუალედებით. მათი დამსახურებაა ის, რაც ვიცი.

მარიამ ყიფიანი – ცოტავ კიდე მოითმინე გულო

AudioMARIAM YIPIANI – COTA KIDEV MOITMINE GULO


გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiomariamyiifani


ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge