გადაცემას ”რადიო დუეტი” კაკი ბოლქვაძე ესტუმრა.
კაკი, პირველად ხარ ჩვენთან…
დიახ, მართალია. 12 წელია ტაიუმ-აუტი მაქვს და ამის ბრალია. ვფიქრობ, დრო მოვიდა აქტიურად ჩავერთო ჩემს საქმიანობაში. ყველაფერი ერთად იყო, პირადულიც, არაპირადულოც, ცოტა ზარმაციც ვარ. მაყურებელს ცოტა სხვანაირი ვახსოვარ. უახლოეს პერიოდში ვგეგმავ სიახლეებს.
ცირა ბზიშვილის სიმღერით გვესტუმრე…
საერთოდ, ბევრ ჩემს კოლეგას ვეხმარები და როდესაც მადლობას მიხდიან ხოლმე, უხერხულად ვარ. ამ შემთხვევაში, არასოდეს მომბეზრდება ამ ადამიანსი ქება და მადლიერება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ამხელა პაუზის შემდეგ მომაბრუნა”. მის ნიჭიერებასა და პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვიტყვი. არაჩვეულებრივი სიმღერებისა და არანჟირებების ავტორია. ჩემი ახალი სიმღერა, არანჟირება ყველაფერი მას ეკუთვნის. ცოტა სევდიანი სიმღერაა, ”დამიჯერე” ასე ქვია.
ხომ არ გეგმავ სატელევიზო პრემიერას?
დიახ, იგეგმება. ვაპირებ ვიდეოვერსიის გაკეთებასაც. მინდა მსმენელს ისეთი დავუბრუნდე, როგორიც ვახსოვარ.
როგორია შენი სამომავლო გეგგმები?
პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრი რამ მოხდება, მალე ძალიან კარგ სიმღერას ჩავწერ. მივედი დასკვნამდე, რომ აღარ უნდა გავჩერდე. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და “არ დაიდარდოს” მადლობა გადავუხადო. ეს რადიო ქართული სიმღერის პროპაგანდას თავდაუზოგავად ეწევა.
კაკი ბოლქვაძე – დამიჯერე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
