LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია ალექსანდრე ბასილაიას სიმღერას წერს

Ardaidardo.Ge

სოფო ბედია მალე დუეტს შემოგვთავაზებს, რომლის პრემიერაც „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგება. ამის შესახებ მომღერალმა პირველად, რასაკვირველია, ჩვენს საიტთან ისაუბრა.


სოფო ბედია:

მალე ახალ სიმღერას ჩავწერ, ეს იქნება დუეტი დავით ძიძიგურთან. ალექსანდრე ბასილაიას ცნობილ სიმღერას „მერე“ ჩავწერთ. ძალიან კარგი გამოდის. ახლა მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს და მალე უკვე სტუდიაში გადავინაცვლებთ. არანჟირებას ცირა ბზიშვილი გვიკეთებს. ვაპირებთ კლიპის გადაღებასაც და სიმღერას და ვიდეორგოლს საზოგადოებას ერთად წარვუდგენთ.

ნინო მურღულია