LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიან თუ არა ნიუ-იორკში დაკავებულებს შორის ქართველი სპორტსმენები, საგარეო უწყებაში ჯერ არ იციან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იციან, არიან თუ არა ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ინფორმირებულია აშშ-ში საქართველოს გენერალური საკონსულო, ირკვევა დეტალები და ამერიკასთან დროში განსხვავების გამო  ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, მათ ბრალის  რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.