ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ უკვირს, რომ გიორგი მარგველაშვილი თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად აუცილებლად წავა.
”პრეზიდენტის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. გუშინ თავდაცვის საკითხებზე გვესმოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ძალიან დრამატული შეფასებები. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასე რომ, მე არ მიკვრის, რომ ის თავს არიდებს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
