LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივნისს მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” მერაბ სეფაშვილი ესტუმრა. მომღერალი 15 ივნისს სოლო კონცერტს მართავს, რომელიც სცენაზე მოღვაწეობის 40 და დაბადებიდან 55 წლის იუბილეს ეძღვნება. ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახალი ჟღერადობით შესრულდება, კამერული ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, რომელსაც დავით მაზანაშვილი უხელმძღვანელებს.


მინდა მოგილოცოთ ”არ დაიდარდოს” დაბადების დღე. ძალიან პატარები მახსოვხართ, რა სწრაფად გადის დრო.


15 ივნისის თქვენი საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომლის რადიო პარტნიორიც ”არ დაიდარდოა”…

იდეა გია გოგორიშვილს ეკუთვნის, ძალით მატარებინებს ხოლმე კონცერტებს, არ მეზარება, თუმცა ცოტა ვამუხრუჭებ ხოლმე. მადლობა გიას, კულისებში ძალიან ბევრი საქმეა, რასაც ის აგვარებს. ჩემს კონცერტს დროის მიხედვით ვერ განსაზღვრავ, ლაივია და თავში რა მომივა არ ვიცი. განსხვავებული პროექტია, არ იქნება დუეტები, ჩატარდება კამერული ორკესტრის თანხლებით, საჭირო გახდა განსხვავებული არანჟირება. ჩემი აზრით საინტერესო უნდა იყოს. კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართება, ჟღერადობით, გადასაღებად ძალიან კარგია და ლამაზია. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.


საიუბილეო სოლო კონცერტზე თუ არის დაგეგმილი პრემიერები?

რა თქმა უნდა, თუმცა, რაც ძველი გაჟღერდება, ისიც ახალი იქნება, იმდენად განსხვავებულად გაკეთდა. სანამ არანჟირების პროცესამდე მიხვალ, უნდა მოიფიქრო როგორ გააკეთებ და ფიქრის პროცესი ნამდვილად ხანგრძლივია.


55 საუკეთესო სიმღერაა თქვენს ალბომში…

ის გაყიდვაში არ არის, მხოლოდ საჩუქრის სახით დავარიგებთ. ოთხი სიდი შედის და 55 სიმღერას აერთიანებს.


ხშირად მოგზაურობთ…

დიახ, ხშირად მიწევს მოგზაურობა, მოთხოვნა არის, ვხვდები ხოლმე ქართველ ემიგრანტებს საბერძნეთში, ისრაელში…

მერაბ სეფაშვილი – გულმართალი კაცი


AudioMERAB SEPASHVILI – GULMARTALI KACI

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი


AudioRadio Dueti – Merab Sepashvili



ვიდეოკოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge