LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნეფარიძის კონცერტი 9 ივნისს რესტორან „იმპერიაში“ გაიმართება

Ardaidardo.Ge

დავით ნეფარიძე ხვიჩა მაღლაკელიძესა და გუჯა მარდალეიშვილთან ერთად კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთავში, რესტორან „იმპერიაში“ 9 ივნისს ჩატარდება. ადგილების დაჯავშნა დღესვე შეგიძლიათ.


დავით ნეფარიძეს კონცერტის შესახებ დეტალები გამოვკითხეთ.


დავითი:

9 ივნისს შედგება კონცერტი, სადაც ქალაქური სიმღერების რეპერტუარს წარმოვადგენთ. მე და ხვიჩა მაღლაკელიძეს რამდენიმე წლის წინ გვქონდა ასეთი კონცერტი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და მისი გამეორება გადავწყვიტეთ. გუჯა მარდალეიშვილიც იქნება ჩვენთან ერთად, გიტარების თანხლებით შევასრულებთ გოგი ცაბაძის, ოთარ რამიშვილის შემოქმედებიდან სიმღერებს.

ასევე ვაპირებ ჩემი ახალი სიმღერის პრემიერასაც, რომელიც აქამდე არსად შემისრულებია, მისი მელოდია რომა გიორგაძეს ეკუთვნის, ტექსტი – ნანა ცინცაძეს. ჯერ არ ჩამიწერია და უახლოეს მომავალში ვაპირებ მისი სტუდიური ვერსიის ჩაწერას. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ ალბომზე, ოთხი სიმღერა უკვე ჩაწერილი მაქვს და ხვალინდელ კონცერტზე მათაც შევასრულებ.

Ardaidardo.Ge