შაკირა იმ პოპულარული ადამიანებს განეკუთვნება, რომელიც ცნობილი ტაბლოიდების გარეკანზე არც ისე ხშირად ჩნდება. მომღერალი სულ უფრო მეტ დროს უთმობს ოჯახს და სულ უფრო ნაკლებს კარიერას. კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ჟურნალ Vanity Fair-ისთვის გამონაკლისი დაუშვა და თაყვანისმცემლებს გულახდილი ინტერვიუც მისცა.
შაკირა და ჟერარ პიკე უკვე 7 წელია ერთად არიან. წყვილი ორ ვაჟშვილს ზრდის, უახლოეს მომავალში კი დაქორწინებასაც გეგმავენ. პიკეს თქმით, ქორწილი კოლუმბიაში გაიმართება. ცნობილ გამოცემასთან ვარსკვლავმა სწორედ მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
„ორი შვილი მყავს, რაც თავს დაქორწინებულ ქალად მაგრძნობინებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი და ჟერარის ცხოვრება ერთმანეთთან მკვეთრად არის დაკავშირებული. არ ვფიქრობ, რომ რაღაც ქაღალდი ურთიერთობაში რამეს შეცვლის. შევძელი და საკუთარი ოჯახი შევქმენი და ახლა ის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. აქამდე ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა, ახლა კი მე ვტრიალებ ჩემების გარშემო“ – განაცხადა შაკირამ.
მომღერლის თქმით, ის არ აპირებს მუსიკალური კარიერის მიტოვებას და ამაში დიდი წვლილი ჟერარს მიუძღვის, რომელმაც დაარწმუნა, რომ საყვარელი საქმე აუცილებლად უნდა აკეთოს.
„ჩემი შვილები გაცილებით კარგ პირობებში იზრდებიან, ვიდრე მე, თუმცა მათ წინ ბევრი სირთულე ელოდებათ, რაც მთავარია საკუთარი გზა უნდა იპოვონ“, – განუცხადა ვარსკვლავმა გამოცემას.

