LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიში სელფის გამო ტომ კრუზმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო

კოლეგებისგან განსხვავებით, 53 წლის ტომ კრუზი ცდილობს, ცნობილი ტრიუკების უმეტესობა დამოუკიდებლად შეასრულოს და ამ გზით ხშირად ჯანმრთელობითაც რისკავს. თუმცა „მუმიის“ გადაღებებზე მან სიცოცხლე საფრთხეში არა ტრიუკის შესრულებისას, არამედ სელფის გადასაღებად ჩაიგდო.

კონკრეტულად კი, მსახიობი 600 მეტრ სიმაღლეზე მყოფი ვერტმფრენიდან სანახევროდ გადაიხარა, რათა ნამიბიის უდაბნოს ფონი ფოტოში კარგად აღებეჭდა.

კორტნი ვენსის თქმით, რომელიც კრუზს კომპანიონობას უწევდა, ისინი წინასწარ გააფრთხილეს, რომ ფოტოს გადაღებაზე არც ეფიქრათ, თუმცა კრუზმა მათი ნათქვამი თითქოს ვერც გაიგო და როგოც კი ვერტმფრენი აფრინდა, ფოტოს გადასაღებად მოემზადა.