LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს ფიტნეს-მოდელთან უღალატა

დასავლური მედიის ცნობით, ჯენიფერ ლოპესის ახალ ბოიფრენდს, ალექს როდრიგესს, საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა ფიტნეს-მოდელთან, ლორენ ჰანტერთან. ამის შესახებ გამოცემა Тhe National Enquirer-თან ჰანტერმა თავად განაცხადა. მისი თქმით, როდრიგესი მასთან საუბარში აბუჩად იგდებდა და ამცირებდა ლოპესს, ხოლო რაც შეეხება მიმოწერას, ის შიშველი ფოტოების გაგზავნასაც მოიცავდა. ჰანტერი არ მალავს, რომ როდრიგესს ის ჯერ კიდევ 2011 წელს ხვდებოდა, როდესაც ალექსს რომანი კამერონ დიაზთან ჰქონდა.

გამოცემის ცნობით, წყვილმა ურთიერთობა 2016 წლის ბოლოს განაახლა და მას შემდეგ პერიოდულად ერთად არიან. „მე არ ვფიქრობ, რომ ჯენიფერმა ის თავისი სექსუალურობით მიიზიდა. დარმწუნებული ვარ, მასთან საწოლში ალექსი ჩემზე ფიქრობს. თუ ლოპესს აქვს იმედი, რომ როდრიგესი მისი ერთგული იქნება, ის იდიოტია“ – განაცხადა ჰანტერმა და დაამატა, მის კითხვაზე, რამდენად სერიოზულად უყურებს რომანს ვარსკვლავთან, ალექსმა უპასუხა, რომ მასთან ღამის გატარება სურს.

ალექსისა და ჯენიფერის წყარო კი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ლორენის ფანტაზიაა და სპორტსმენს და მომღერალს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, ამასთან ისინი სულ ერთად არიან, ამიტომ ჰანტერის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.