LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ის ადამიანი აღარ არის დღეს ცოცხალი, თორემ ნამდვილად შევურიგდებოდი”

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” გია სურამელაშვილი ესტუმრა.


გია, რა ხდება შენთან?

თაკო, ბუბუსია დაგარქვი მოფერებით. მივესალმები ჩემს საყვარელ ერს. დღეს გავუძელი საცობებს, სანამ შენთან მოვიდოდი გადაღება მქონდა. ”ჩემო იმედო” ქვია ამ სიმღერას და ”იმედზე” დავაპრემიერე, თუმცა ჯერ შენთან მოისმენს მსმენელი. გერმანიიდან 27 ივნისს ჩამოვალ და ისრაელში წავალ. დიდი მადლობა მინდა ებრაელ ხალხს გადავუხადო, 29 ივნისს ისრაელში მაქვს კონცერტი. დიდი მადლობა მათ ასეთი სიყვარულისთვის, ორი კონცერტია დანიშნული და ორ დღეში გაიყიდა ბილეთები. არ ვიცი რამდენი ხანი დამტოვებენ იქ. როდესაც დავბრუნდები უკვე ბათუმისკენ და ქობულეთისკენ წავალ, თან დავისვენებ და თან კონცერტებს გავმართავ.


ახალ სიმღერაზე გვესაუბრე, ვის ეძღვნება?

”ჩემო იმედო”” – ერთ ადამიანს ეძღვნება. წლები მიდის, თუმცა მასზე მუდამ ვფიქრობ, გული მასზე დარდობს და მისტირის. ის ადამიანი აღარ არის დღეს ცოცხალი, თორემ ნამდვილად შევურიგდებოდი. მე ხომ ყველას ვებუტები… ნაღდი და მაგარი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. ურთიერთობები მქონდა, მაგრამ მაინც ის ერთი მიყვარდა. ტექსტი ჩემია, სრულიად შემთხვევვით მოვისმინე მანქანაში თურქული ვერსია, რომელსაც დათო ხუჯაძე მღეროდა. როდესაც ჩავწერე, ეს მხოლოდ შემდეგ გავიგე. არანჟირება ნუკრი რუხაძემ გააკეთა, მაია მეგრელიშვილს ეკუთვნის ბექ-ვოკალები. ვიცი, რომ ხვალიდან ყველა იღიღინებს ამ სიმღერას. არ ველოდი, რომ ამ სიმღერას კლიპად გადაიღებდნენ, თუმცა ”სხვა რაკურსი” ნამდვილად მათამამებს.

გია სურამელაშვილი – ჩემო იმედო

AudioGIA SURAMELASHVILI – CHEMO IMEDO

 


გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiosurka


ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge