LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ყველა მომღერალს, მეც მაქვს სურვილი მაქსიმუმი გავაკეთო

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ზვიად აბაშიძე ესტუმრა.


არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, იმიტომ რომ შენი სტუმარი ვარ, ყველას პოზიტიურ და თბილ დღეს ვუსურვებ.


შენი ერთი სიმღერა ჟღერს ჩვენთან – რას საქმიანობ გარდა იმისა, რომ რესტორანში მღერი?

ორ წელიწადზე მეტი უკრაინაში ვიყავი. სიმღერა, რომელიც დღეს მოვიტანე, ორი წლის წინ ჩავწერე, მაგრამ ზუსტად იმ დროს წავედი საქართველოდან და მისი დაპრემიერება ვეღარ მოვასწარი. თუმცა, წასვლამდე მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერის მოტანა მოვასწარი. ლილიკო ნემსაძეა სიმღერის ავტორი, ჩაიწერა ”სანო” სტუდიაში, არანჟირება და მასტერინგი ბორიკო შხიანმა გააკეთა. ტექსტი მანჩო გურგენიძეს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდება თაკო შენ გეკუთვნის. ”მინდა გითხრა” – ასე დავარქვით და იმედი მაქვს, წარმატებას მომიტანს. საავტორო სიმღერა ორი მაქვს, თუმცა ასევე ჟღერს ”არ დაიდარდოში” ”საყვარელს უნდა შენი თვალები”.


როგორია შენი გეგმები?

დავბრუნდი საქართველოში და გავაგრძელებ ჩემს სფეროში მოღვაწეობას. დიდი სურვილი მაქვს, ახლო მომავალში საავტორო სიმღერა ჩავწერო და რა თქმა უნდა ვითანამშრომლებ ყველაზე
რეიტინგულ რადიოსთან, ”არ დაიდარდოსთან”. როგორც ყველა მომღერალს, მეც მაქვს სურვილი მაქსიმუმი გავაკეთო. თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. რამდენიმე სიმღერის ჩაწერა მინდა. მე პირადად არასოდეს მიცდია სიმღერის დაწერა. როდესაც გრძნობ, რომ რომც დაწერო, არ გამოვა, არ უნდა დაწერო. ეს ნიჭია, ყველა ვერ დაწერს სიმღერას.


წარმატებებს გისურვებ და უიმნედია მეტი სტიმული გენქბეა იაქტიურო და მეტი სიმღერა შესთავაზო მსმენელს.



ზვიად აბაშიძე – მინდა გითხრა

AudioZVIAD ABASHIDZE – MINDA GITXRA


გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

Audiozviada


ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge